იყო და არა იყო რა , იყო თბილისი -თავისი ავტობუს-მარშუტკებით...
როცა ხარ სტუდენტი, მოსწავლე ,ან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი მცირეანაზღაურებადი სამსახურით და არ გყავს მანქანა ან არ გაქვს იმდენი ფული რომ ყოველ დღე ტაქსში დაახლოებით 10 ლარი დახარჯო, იქ იწყება ჯოჯოხეთი - სახელად ''მარშუტკა'' ან ყვითელი ავტობუსი... ( ნუ მეტროც) ! სიმართლე გითხათ , მამაჩემის ბიუჯეტს ბოლო 1 წელი განსაკუთრებით ვაზიანებდი, იმდენად არ შემეძლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.ბოლოს მივხვდი რომ უაზროდ ვყრიდი თითქმის ჩემს ფულს,რომ მგზავრობის გარდა სხვა მოთხოვნილებებიც ამაქვს, მაგალითად წიგნები ,რომელთა ყიდვაც დიდი ხანია მინდა ან კიდევ ახალი ფილმის სანახავად კინოთეატრში წასვლა და ა.შ....
ხოდა აღმოვჩნდი ისევ ამ მარშუტკა-ავტობუსებში.... შეიძლება არაკორეკტულია ჩემი მხრიდან ამის ლაპარაკი , მაგრამ ვისაც სუნის აღქმა ჯერ კიდევ შეგიძლიათ, დამეთანხმებით რომ იქ რაღაც ამაზრზენი სუნი დგას - ალკოჰოლის , დაუბანლობის, სხეულის ყველა ხვრელიდან გამოსული ''არომატების'', ათასი იაფასიანი სუნამოს....
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , საზოგადოებრივი ტრანსპორტით,რომელიც არ ნიავდება, დღეში ასობით და შეიძლება ათასობით ადამიანი მგზავრობს, რომელიც იმ მცირე სივრცეში დაგროვებული ჰაერით სუნთქავს,წარმოიდგინეთ განსაკუთრებით დღის ბოლოს,იქ ალბათ ჩასასუნთქ ჰაერზე მეტი ამოსუნთქული ნახშიროჟანგია და ეს მაშინ როცა ამდენი ''ჯიშის'' ვირუსია..... იყო პერიოდი როცა ამ ყველაფერს პირბადით ''ვებრძოდი''!!! ეს კიდევ ცალკე თემაა, ასული არ ვიყავი რომ ჩემს გარშემო ადგილები ცარიელდებოდა.ან უკეთეს შემთხვევაში ისე მიყურებდნენ თითქოს მათ მოსაკვლელ-განსანადგურებლად ვიყავი ასული.... თან ცოტა არ იყოს მოუხერხებელია პირბადით სიარული,რომელიც ბევრმა არც იცის რომ 4 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს, რადგან მერე თვითონ ხდება არასტერილური!
მოკლედ, ვცადე ისევ ძველი და გამოცდილი ხერხისთვის მიმემართა ანუ გამეღო ფანჯარა!!!! საერთოდ სუფთა ჰაერი, განსაკუთრებით ზამთარში , აკაჯებს(როგორც ამას ბებაჩემი იტყოდა) სხეულს და იმუნურ სისტემას. თან მარშუტკის ჰაერს , ნამდვილად მირჩევნია ცოტა დამიბეროს და შემცივდეს( ჩაიცვით თბილად!) ვიდრე ის აუტანელი სუნიანი ჰაერის ნარჩენი ვისუნთქო... რომელსაც ხშირად , მძღოლის მიერ მოწეული იაფასიანი სიგარეტის სუნიც ემატება ( ვინსტონის მყრალი სუნი!). წარმოიდგინეთ,ასულ-დამჯდარი არ ვარ როცა ოდნავ შეღებულ ფანჯარას ყველა ხმამაღლა აპროტესტებს! ''დახურეთ რა ფანჯარა'', ''ფილტვების ანთება არ მინდა გოგონი ნამდვილად'' და ა.შ. ვგიჯდები როცა ვფიქრობ რომ ამდენ ადამიანს ურჩევნია ის მყრალი სუნი ისუნთქონ, ვიდრე ცივი მაგრამ სასიამოვნო ჰაერით ოდნავი დისკომფორტი შეექმნათ. და ეს მხოლოდ ზამთარში კი არა ოფლიან-სუნინან ზაფხულშიც ასეა!!!!!!! გამაგებინეთ, ეს მათი უკულტურობის ,შეუგნებლობის ბრალია თუ რა ხდება ???? თუმცა რაზე უნდა ესაუბრო ადამიანებს ,რომლებიც იმდენად დეგენერატები არიან , რომ სუნი ასდით და კიდევ პრეტენზიებით აქვთ!











